LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე დღეში საქართველოში კვლავ დაცხება – უახლოესი დღეების პროგნოზი

85

უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალ ტემპერატურას არ ვარაუდობენ, თუმცა 16 ივლისიდან კვლავ დაცხება.

გარემოს ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 – 16 ივლისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგან, შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 16 ივლისს +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს.