LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე ასეულით იწყებენ და რამდენიმე ათეულზე ჩამოდიან – სოზარ სუბარი ოპოზიციის აქციებზე

100
სოზარ სუბარი

ოპოზიცია დღეს თბილისის ორივე სანაპიროს გადაკეტვას გეგმავს.

მმართველ გუნდში მათი ოპონენტების გეგმებს დესტრუქციულად აღიქვამენ და ამბობენ, რომ აქციებისა და შიმშილობის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა.

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნები, როგორც რიგგარეშე არჩევნების, ასევე ყოფილი პრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე უსაფუძვლოა.

“იყო გეგმა, რომ სააკაშვილი ჩამოვიდოდა, არჩევნების დღეს გამოჩნდებოდა, გამოაცხადებდნენ გამარჯვებულად საკუთარ თავს და შემდეგ დაიწყებოდა დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესი” – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მისი თქმით, ეს არის ყველაფერი შანტაჟი, რომელიც მიმართულია არა რომელიმე პარტიის, ან ხელისუფლების, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ

“რამდენიმე ასეული კაცით იწყებენ და რამდენიმე ათეულზე ჩამოდიან ბოლოს და ახლა გადავიდნენ სრულ დესტრუქციაზე,” – აცხებს სოზარ სუბარი

სოზარ სუბარის თქმით კი ოპოზიცია ყველა არჩევნების წინ ქმნის კატასტროფულ სურათს :

“ყველა არჩევნების შემდეგ კი გაბუტულები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა გაყალბების შესახებ ერთ ფაქტსაც ვერ წარმოადგენენ ხოლმე.” – აცხადებს სუბარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები