„globalsportssalaries“-მ მსოფლიოს 68 უმდიდრესი საფეხბურთო ლიგების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. საერთაშორისო კომპანიის ცნობით, ქართული საფეხბურთო ლიგა მსოფლიოში ხელფასებით 50-ე ადგილზეა.
“globalsportssalaries”-ის კვლევას თუ ვენდობით, ეროვნული ლიგის მოთამაშე წელიწადში 15 607 დოლარს იღებს, ჩვენს მოთამაშეებზე მეტ ხელფასს კი იღებენ ლიხტენშტაინში, ისლანდიასა და ირლანდიაში, სადაც ძლიერი და მდიდარი საფეხბურთო კლუბები არ ჰყავთ. თუმცა რთული დასაჯერებელია, რომ ქართული კლუბებში საშუალოდ, ფეხბურთელი თვეში 1200 დოლარს იღებდეს (3 ათას ლარზე მეტი). ზოგიერთ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს ალბათ მეტიც აქვს, მაგრამ საშუალოდ ამდენი ალბათ მაინც არ იქნება.
10 საუკეთესო ხელფასიანი ჩემპიონატი
ინგლისი 3,935,197
ესპანეთი 2,896,151
იტალია 1,999,865
გერმანია 1,837,613
საფრანგეთი 1,302,347
ჩინეთი 1,051,603
რუსეთი 877,071
თურქეთი 864,053
ბრაზილია 670,740
კანადა 519,883
საუდის არაბეთი 507,933
ყველაზე ღარიბები
ჩრდ. ირლანდია 7,555
ფარერები 7,449
ესტონეთი 7,236
გიბრალტარი 7,093
ნიგერია 6,579
ანდორა 6,526
უელსი 6,313
მოლდოვა 5,426
სომხეთი 3,050
სან-მარინო 2,943