„რამდენი ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს, იქ უნდა გააგრძელოს ქეიფი. არ შეიძლება!“, – ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ TV მონიტორინგთან საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, „რუსი არ ინდობს თავის მოქალაქეს, ჩვენსას დაინდობს? მით უმეტეს, როცა ე.წ საზღვრებს გადალახავ, იმათთვის ეს წითელი ნიშანია“.
დავით რაზმაძის თქმით, სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია.
„ფაქტი იყო, რომ ადამიანი გადავიდა იქით უკვე ის ტერიტორია ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება მათთვის, ნუ ჩვენთვის კი აღიარებულია, მაგრამ ფაქტია და მოხდა ის, რაც მოხდა. ნიქოზის მხარეს, რამდენი ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით ილოცოს, გააგრძელოს ქეიფი არ შეიძლება. რამდენი ადამიანი უნდა აკონტროლო? ერთი საგუშაგოა ნიქოზთან და იქ რომ ყველამ მოინდომოს ასე… ადამიანი თავის თავს თვითონ რასაც გაუკეთებს, ვერავინ ვერ გაუკეთებს იმაზე ცუდს…
სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია. ყველანაირ პროპაგანდას წევენ. ის რაღაცა სადემარკაციო ხაზი რომ არსებობს, რაც არ უნდა გადაკვეთონ, იქ არ უნდა გადავიდნენ. რუსი არ ინდობს თავის მოქალაქეს, ჩვენსას დაინდობს? მით უმეტეს, როცა მიზეზს მისცემ და თავის მოგონილ ე.წ საზღვრებს რომ გადალახავ, იმათთვის ეს წითელი ნიშანია.
სახელმწიფო ყველაფერს იცავს, მაგრამ თვითონ იქ არსებული მოსახლეობა ამ ყველაფერს არ ექვემდებარება. რეალობა ეს არის. უნდა აღვიქვათ რეალობა. იქ დგას რუსი, კაცის მკვლელი, ოკუპანტი და ქვეყნის დამაქცევარი, იმას უნდა მოვერიდოთ“- თქვა რაზმაძემ.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ