LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რამდენი პროცენტიც უნდათ თვითონ გადაწყვიტონ და ის ჩაიწერება ნორმაში” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს

78
09

7 თვე არჩევნებამდე და ჯერ კიდევ გაურკვეველი საარჩევნო მოდელი – მთავრობა და ოპოზიცია ამ დრომდე ვერ თანხმდება. სახელისუფლებო უმრავლესობა ოპოზიციას საკითხის განგებ “გაჭიანურებაში” ადანაშაულებს. გაერთიანებული ოპოზიციისთვის კი ამ დრომდე “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი ვარიანტი, მიუღებელია.

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციის სპეკულირება ბარიერულ პროცენტებთან დაკავშირებით, არასერიოზულია. მან მიმართა პოლიტიკურ ოპონენტებს და თქვა, რომ შესაბამისს საარჩევნო ვარიანტში ჩაიწერება ბარიერის ის პროცენტული მაჩვენებელი, რასაც ოპოზიცია დაასახელებს.

“როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში 4-5 რეგიონი ერთი მაჟორიტარული ოლქში გაერთიანდეს ვინმემ მითხრას და მერე შეიძლება ამაზე ვისაუბროთ ცოტა სერიოზულად და მეორე, 130-20-ზე, 125-25-ზე, რაც გუშინ მათ გაახმოვანეს.  ჩვენ, თუ ვთავაზობთ ისეთ ფორმულად, მექანიზმსა და მოდელს, რომელშიც ყველა ვარიანტში გარანტირებულად გამორიცხულია 40%-ით და უფრო დაბალი შედეგით 76 მანდატის მიღება, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს მათთვის რამდენი მაჟორიტარი იქნება. რაც შეეხება ბარიერს, მათ მე ახლა პირდაპირ მივმართავ, რამდენი პროცენტიც უნდათ თვითონ გადაწყვიტონ და სწორედ ის ჩაიწერება შესაბამის ნორმაში. ჩვენ არცერთი მიმართულებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ახალი რაღაცების გამოგონება საბაბად არასერიოზულია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თემა დახურულია: 2020 წლის არჩევნებისთვის არცერთ ინიციატივას არ განვიხილავთ” – კახა კალაძე (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები