LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი ხანი უნდა გვეძინოს

74
Screenshot 2022-08-23 164905

მეტისმეტად ხანგრძლივი ან ხანმოკლე ძილი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. ამ დასკვნამდე მკვლევარები მივიდნენ.

ახალი კვლევის თანახმად, 7-საათიანი ძილი ოპტიმალური კოგნიტიური ჯანმრთელობის საფუძველია საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის.

კვლევის დროს 38-73 წლის ასაკის დაახლოებით 500 ათასი ადამიანის მონაცემები გაანალიზდა. მონაწილეებს ეკითხებოდნენ მათი ძილის ჩვევებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მეცნიერებმა ასევე ჩაატარეს კოგნიტიური ტესტირება, ჩაიწერეს გენეტიკური მონაცემები და ტვინის სკანირება გაუკეთეს დაახლოებით 40 ათას ადამიანს.

მკვლევარების თქმით, მონაწილეებს, რომლებსაც 7 საათზე მეტი ან ნაკლები ეძინათ, დიდი ალბათობით დარღვეული ქონდათ კოგნიტიური ფუნქციები, ინფორმაციის დამუშავების სიჩქარის, მხედველობითი ყურადღების, მეხსიერების და პრობლემების გადაწყვეტის უნარების ჩათვლით. მათ კი, ვისაც ყოველ ღამე დაახლოებით 7 საათი ეძინათ, საუკეთესო კოგნიტიური უნარები და შედარებით კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობა ჰქონდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები