LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი ფული ჩადო Apple-მა ჩავარდნილ საავტომობილო პროექტში

116
apple

წარუმატებელი საავტომობილო სტარტაპი Apple-ს 10 მილიარდი დოლარი დაუჯდა. გასულ კვირას, ელექტროქარის პროექტი კოდური სახელწოდებით Titan, რომელზეც 2 ათასი ადამიანი მუშაობდა, დასრულდა. მათი მუშაობის შედეგს დღის სინათლე 2026 წლისთვის უნდა ენახა, თუმცა მიუხედავად დახარჯული 10 წლისა და ათასობით სპეციალისტისა, ეს აღარ მოხდება. როგორც The New York Times აღნიშნავს, პროექტი თავიდანვე განწირული იყო და დასასრული მუშაობის პროცესში არასწორმა გადაწყვეტილებებმა კიდევ უფრო დააჩქარა.

პროექტი titan 2014 წელს დაიწყო. თავიდან Apple აპირებდა, რომ Tesla-თვის გაეწია კონკურენცია და უბრალოდ ელექტროქარი აეგო. მოგვიანებით, ტოპ-მენეჯერებს Waymo-ს (უპილოტოების მწარმოებელი) შევიწროების იდეა გაუჩნდათ და ავტონომიური მანქანის აგება მოინდომეს.

10 წლის განმავლობაში ამერიკული ტექნო-გიგანტი მოლაპარაკებებს აწარმოებდა Toyota-თან, ასევე Hyundai-თან, SK Group-თან და LG Electronics-თან. ინსაიდერთა ინფორმაციით, რაღაც მომენტში კომპანიამ Tesla-ს ყიდვაც კი გადაწყვიტა. ბევრი ტექნოლოგია დაპატენტდა: მაგალითად – თერმორეგულირების განსაკუთრებული სისტემა, „გამაგრილებელი“ სახურავი და გასაბერი ბამპერები. რამდენიმე წლის წინ პროექტი თითქოს დაპაუზდა, ამჯერად კი Apple-მა iCar-ზე საბოლოოდ უარის თქმა გადაწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები