LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი დასაქმებულია ჩართული საპენსიო სქემაში – სააგენტოს დირექტორს პარლამენტში მოუსმინეს

52
დანელია

პარლამენტში საპენსიო სააგენტოს დირექტორს გიორგი დანელიას უსმენდნენ, რომელმაც 2022 წლის 6 თვის საქმიანობის მიმოხილვა წარადგინა.

დანელიამ დეპუტატებს 2022 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულთა და დამსაქმებელთა რაოდენობა გააცნო.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში 5,289 დამსაქმებელი და 56,357 დასაქმებული გაწევრიანდა. შედეგად, საპენსიო სქემაში ჩართულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში 1,292,246 შეადგინა, ხოლო საინვესტიციო აქტივების წმინდა ღირებულება 2,436,907,086 ლარი იყო, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებულმა წმინდა ამონაგებმა, კი 335, 679,787 ლარი შეადგინა.

მან საინვესტიციო ფონდში მიმდინარე საინვესტიციო პროცესებზე ისაუბრა და ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლისთვის მიმდინარეობს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა „სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO 27001)“ პრინციპების შესაბამისად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები