LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი და როგორი ავტომანქანები დადის საქართველოში

47

საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს ზრდის მაჩვენებელმა 2014 9.7% შეადგინა.

ავტოპარკის 80%-ზე მეტს მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეადგენს, რომელთა უმრავლესობა რუხი/ვერცხლისფერი (27,7%) და თეთრია (16%).

სამგზავრო ავტომანქანების წილი საქართველოს ავტოპარკში 5,2%-ია, ხოლო სატვირთოების – 8,9%.

ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (90%) 2004 წლამდეა წარმოებული. 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 2%-ს შეადგენს.

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია MERCEDES BENC-ის და OPEL-ის მარკის ავტომანქანები. 2014 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა NISSAN-ის და SUBARU-ს რაოდენობები. მათი ზრდის კოეფიციენტი 2014 წელს შესაბამისად არის 1,7 და 1,5.

მოდელებიდან კვლავ ლიდერობს OPEL Astra და OPEL Vectra, რომლებსაც მოსდევს MERCEDES BENZ E და MERCEDES BENZ C.

მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (49,2%) სედანის ტიპისაა, თუმცა 2014 წელს უფრო მოთხოვნადია მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანები.

როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ავტომანქანებში ლიდერობს FORD, რომელიც სამგზავროების 48%-ს შეადგენს, ხოლო სატვირთოების – 29%-ს.

თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოქალაქეთა ხვედრითი წილი რეგიონების მიხედვით 3-დან 4-მდე მერყეობს. საქართველოს მასშტაბით საშუალო მაჩვენებელია – 4.

როგორც პირველადი რეგისტრაციებიდან ირკვევა, მამაკაცები უპირატესობას MERCEDES-ის მარკის ავტომანქანებს ანიჭებენ, ხოლო ქალები – NISSAN-ს. მოდელებიდან მამკაცებში პირველ ადგილზეა MERCEDES BENZ E, ხოლო ქალებში ლიდერობს HONDA FIT.

ავტომობილების გადანაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია: თბილისი – 36,6 პროცენტი, იმერეთი-რაჭა/ლეჩხუმი – 13 პროცენტი, ქვემო ქართლი 10 პროცენტი. კახეთი 8,3 პროცენტი. აჭარა 7,9 პროცენტი, სამეგრელო ზემო სვანეთი – 6,2 პროცენტი, შიდა ქართლი – 5,4 პროცენტი.

2014 წელს იმპორტის მოცულობა 21%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტ-რეექსპორტი 38%-ით შემცირდა. იმპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა ივნისის თვეში (მთელი იმპორტის 11%), ხოლო ექსპორტ-რეექსპორტისა-მარტის თვეში (მთელი ექსპორტ-რეექსპორტის 19%). აპრილის თვიდან ექსპორტ-რეექსპორტმა მკვეთრად იკლო და დეკემრის თვეში მინიმალურ ზღვარს მიაღწია.

იმპორტიორი ქვეყნებიდან ლიდერობს იაპონია. 2014 წელს იაპონიიდან წინა წელთან შედარებით 2,5–ჯერ მეტი ავტომანქანა შემოვიდა და საერთო იმპორტის 39% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები