LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი ცრუ დადებითია ნეტავ 179-ში?

4849
FORTUNA.GE (63)

საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომლის არასრულწლოვან შვილს კორონა დაუდასტურეს,  თუმცა განმეორებითი ტესტის შედეგები უარყოფითი აღმოჩნდა. მისი თქმით, სრულიად ჯანმრთელი მისი ორი არასრულწლოვანი შვილი და თავად 48 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ კოვიდინფიცირებულთა სპეციალურ განყოფილებაში, რის შედეგადაც მათი დაინფიცირების ალბათობა დიდია.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ვინც მიცნობთ იცით, რომ პირველად ვდებ პოსტს. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ვთვლი, რომ ვალდებული ვარ ყველას გავაგებინო, რაც შემემთხვა რამდენიმე დღის წინ.

აგვისტოს ბოლოს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ვიმყოფებოდი ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში. ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში ერთ-ერთ ექიმს დაუდასტურდა Covid-19. ამიტომ გავიარეთ ტესტირება და ყველას პასუხი იყო უარყოფითი. რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი და ჩემი 3 წლის შვილის გარდა ყველამ გაიკეთა განმეორებითი ტესტი ბათუმში 9 სექტემბერს, რომლის პასუხი უნდა ყოფილიყო 48 საათის განმავლობაში. 12 სექტემბერს დაგვირეკეს და გვითხრეს რომ ჩემ ძმას დაუდასტურდა. დაახლოებით 15-20 წუთში ისევ დაგვირეკეს და გვითხრეს რომ შეეშალათ და ჩემი ძმის პასუხი იყო უარყოფითი, ხოლო ჩემი 8 წლის შვილის დადებითი. (ყოველგვარი სიმპტომის გარეშე) სასწრაფომ გადაგვიყვანა მე და ჩემი ორი შვილი ყაზბეგზე ინფექციურში (პატარას წაყვანა ჩემი სურვილით მოხდა, იმიტომ რომ თუ უფროს დადასტურებული ჰქონდა დიდი ალბათობით პატარაც დაინფიცირებული უნდა ყოფილიყო). მაგ საღამოს გავიგე რომ ბათუმში განმეორებითი ტესტის ყველას პასუხი უარყოფითი იყო, გარდა ჩემი 8 წლის შვილისა. მეორე დილით მე და ჩემ 3 წლის შვილს გაგვიკეთეს ტესტი. ექიმებს ვთხოვდი რომ ჩემი მეორე შვილისთვისაც გაეკეთებინათ ტესტი, თუნდაც ფასიანი (ეჭვი შემეპარა ტესტის სიზუსტეში. ისიც მითხრეს დადასტურებულს წყალი არ გაუვაო), მაგრამ უარი მითხრეს. ჩვენი პასუხები უარყოფითი იყო, ამიტომ ჩემ “ინფიცირებულ” შვილსაც თავიდან გაუკეთეს ტესტი, რომლის პასუხიც გაგიკვირდებათ და უარყოფითი იყო. შემდეგ მითხრეს, რომ ის ღამეც უნდა გამეტარებინა გისოსებიან პალატაში, რადგან ერთი დადებითი იყო, მეორე უარყოფითი. დილით გაუკეთებდნენ ტესტს და ისე გაგვიშვებდნენ. მეორე დილით გაუკეთეს ტესტი და გამოგვიშვეს. დღეს დილით პასუხებზე რო დავრეკე მითხრეს, რომ პასუხი უარყოფითია.

მე და ჩემი ორი სრულიად ჯანმრთელი შვილი 48 საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით კოვიდით ინფიცირებულთა სპეციალურ განყოფილებაში.

P.S ვინ არის პასუხისმგებელი ჩემი და ჩემი შვილების ჯანმრთელობაზე, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე დავინფიცირდებით კლინიკაში ყოფნის გამო? – წერს სოციალურ ქსელში  თათუკა  ჯაფარიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები