LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად უსაფრთხოა მეორადი მოხმარების ტანსაცმელი [ვიდეო]

თბილისში 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ევროპული ქვეყნებიდან ჩამოტანილი მეორადი ტანსაცმელი ძალიან პოპულარულია. ამ სფეროში დასაქმებულები განმარტავენ, რომ სამოსი კატეგორიებად, ხარისხისა და ფასის მიხედვით აქვთ დაფასოებული. მომხმარებელსაც, მოთხოვნის და ბიუჯეტის შესაბამისად, თვეში მინიმუმ ორჯერ განახლებულ სამოსს სთავაზობენ.

ქვეყნიდან ქვეყანაში ტრანსპორტირების და შემდგომ ტანსაცმლის შენახვის მიზნით, მეორადი სამოსი სპეციალური ხსნარებით მუშავდება. ქიმიური ხსნარები სპეციფიკური სუნის გარდა, ხშირ შემთხვევაში ალერგიასაც იწვევს, უფრო იშვიათად – კანის პარაზიტულ დაავადებებს.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ კანის დაავადებების გავრცელების სხვადასხვა გზა არსებობს – ინფექციური დაავადების გადაცემა კი, რომელიც პარაზიტული სახით ვლინდება, ხდება მჭიდრო კონტაქტით, ადამიანიდან ადამიანზე ან ადამიანის გამოყენებული ტანსაცმლით.

„ყველა დიდ და ძვირადღირებულ მაღაზიაშიც კი შესაძლოა, ასეთი რაღაც მოხდეს – თუ კანის დაავადების მქონე ადამიანმა მოისინჯა ტანსაცმელი, რომელიც შემდეგ სხვა ადამიანმა ჩაიცვა, მეორე პირს შესაძლოა, ამ გზით კანის დაავადება გადაედოს. ეს მხოლოდ მეორადი ტანსაცმლის შემთხვევაში არ ხდება“, – ამბობს “ფორტუნასთან” დერმატო-ვენეროლოგი, სოსო კობახიძე.

და მაინც, რამდენად პოპულარული და, ამავდროულად, უსაფრთხოა მეორადი ტანსაცმლის მოხმარება, სიუჟეტიდან შეიტყობთ.

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები