რამდენად უსაფრთოა ლაზერული ეპილაცია და რა შეზღუდვები არსებობს ეპილაციის შემდეგ – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ლაზეროთერაპევტმა ბელა ქარქუსაშვილმა ისაუბრა.
რა არის ლაზერული ეპილაცია?
ლაზერული ეპილაცია ეს არის არასასურველი თმის სხივით მოცილება, რომელიც ჭარბთმიანობასთან ბრძოლის ყველაზე თანამედროვე მეთოდად მიიჩნევა. თუმცა ადამიანთა ნაწილი ჯერ კიდევ სკეპტიკურად არის განწყობილი და საშიშ პათოლოგიებთან აკავშირებს. მაგ: იღლიის ზონის ლაზერულ ეპილაციას ბევრი სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების შიშით უფრთხის, ბევრს ჰგონია, რომ კანის კიბოს განვითარების ალბათობას ზრდის. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ლაზერული ეპილაცია არანაირ სიმსივნურ პათოლოგიებს არ იწვევს.
ლაზერული ეპილაციის პირველი აპარატი 1960-იან წლებში შეიქმნა და 20 წლიანი დახვეწის შემდგომ პრაქტიკაში იქნა დანერგილი. ლაზერული სხივის მეშვეობით თმის ფოლიკულის მკვებავი სისხლძარღვის დახშობა ხდება.ფოლიკულის კვება ირღვევა და თმის ზრდა ითრგუნება.გვაქვს 3 ტიპის ლაზერის სახეობა: ალექსანდრიტი, დიოდური და ნეოდიმური. ალექსანდრიტი და დიოდური ლაზერით ეპილაცია უფრო მუქი ფერის თმაზეა ეფექტური, ქერა. ღია ფერის თმაზე კი ნეოდიუმი.
რით განსხვავდებიან ეს აპარატები ერთმანეთისგან?
ისინი ტალღის სიგრძით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ალექსანდრიტის ლაზერის სხივის აბსორმენტი არის 755 მმ, დიოდური ლაზერის 810მმ, ნეოდიუმის 1064მმ. სასურველი შედეგის მისაღებად ყველანაირი ლაზერისათვის რამდენიმე პროცედურაა საჭირო, პროცედურების ხანგრძლივობა დამოკიდებულია გენეტიკურად თმიანობაზე, ჰორმონალურ ბალანსზე. საშუალოდ სასურველია ჩატარდეს 7–8 პროცედურა 21 დღის შუალედით, თუმცა ინდივიდუალურია. შედეგის გამყარების მიზნით წელიწადში შესაძლებელია ერთხელ ან ორჯერ ეპილაციის განმეორება გახდეს საჭირო. დიოდური ეპილაციის წინ კანი უნდა იყოს მომზადებული, საჭიროებს გაპარსვას, ალექსანდრიტის და ნეოდიმის შემთხვევაში თმის სიგრძე 1–2 მმ სიგრძის უნდა იყოს.არ არის რეკომენდებული ეპილაციის წინ გამოყენებული იქნას ელექტრო ეპილატორი ან პაციენტი. თმას აქვს ზრდის სამი ფაზა: 1 ანაგენის–ზრდის ფაზა, 2 კეტოგენის–თმის კვდომის ფაზა,3 ტენოგენის –ცვენის ფაზა.ლაზერული სხივი თმას აღიქვამს სწორედ ანაგენის –ზრდის ფაზაში ყოფნის დროს. სპეციალისტების დაკვირვებით დანერგილი იქნა სამ სხივიანი ლაზერი, სწორედ ჩვენს კლინიკაში დანერგილია ასეთი ტიპის ლაზერული აპარატი, რომელიც აერთიანებს სამივე სხივს:ალექსანდრიტი,დიოდი და ნეოდიუმი, რომელიც ძალიან ეფექტურია.
როდის ხდება თმის ღერის დახშობა?
ჩვენი აპარატით სწორედ ანაგენის ფაზაში მყოფი თმის ღერის დახშობას ვახდენთ 21 დღის შუალედით,რაც პირველივე პროცედურის შემდგომ შესამჩნევი ხდება.ეპილაციის შემდგომ გაპარსული კანი უხეში ხდება, ლაზერული ეპილაცია არ არის სასურველი გაკეთდეს 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ორსულებსა და ონკო პაციენტებში.
შეიძლება თუ არა ორსულობის პერიოდში ლაზერული ეპილაციის ჩატარება?
რა თქმა უნდა არ არის დაშვებული, ამ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური დისბალანსი,მოხდეს მკერდისა და მუცლის მიდამოებში თმიანობის მომატება, ასევე იწვევს ტონუსის მომატებას,ასევე მიუღებელია ლაქტაციის პერიოდში,შესაძლებელია გამოიწვიოს რძის გაშრობა.
მოქმედებს თუ არა უნაყოფობაზე?
ესეც მითია რადგან ლაზერის სხივის შთანთქმა ხდება კანშივე და სხვა ორგანოების დაზიანება არ ხდება.
აზიანებს თუ არა თვალს?
თვალი მეტად მგრძნობიარე ორგანოა და მისი დაზიანება ადვილი შესაძლებელია,ამიტომ პროცედურის გაკეთებას თლის გარშემო უნდა მოვერიდოთ და გამოვიყენოთ სპეციალური დამცავი სათვალე. მოდის ზაფხულის სეზონი და იბადება კითხვაც, შეიძლება თუ არა ეპილაციის შემდგომ მზეზე გარუჯვა, ამ შემთხვევაშიც რამდენიმე დღის, ერთი კვირის მანძილზე უნდა მოვერიდოთ როგორც ბუნებრივ რუჯს, ასევე ხელოვნურს და სოლარიუმს, მზეზე გასვლის წინ სასურველია მზის დამცავი კრემის გამოყენება.