LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად სერიოზულია „ენგურჰესზე“ მომხდარი ავარია, დღეს გახდება ცნობილი

75

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია „ენგურჰესზე“ მომხდარი ავარია.

“ენგურჰესის“ ავარიის სერიოზულობაზე, ალბათ, დღეს დღის მეორე ნახევარში შევძლებთ რომ კონკრეტული პასუხები გავცეთ. გენერაციის გარკვეულ სექტორებში წყალია შევარდნილი, შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვა. მოგვიანებით გვეცოდინება ზარალის ოდენობა და რა პერიოდი დაგვჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენაზე. გუშინ სარეზერვო სისტემები გამოვიყენეთ. ასევე იმპორტი განხორციელდა, რომ სტაბილური ელექტრომამარაგება მოგვეხდინა”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც ეხება ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგებას , ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ დღის მეორე ნახევარში ექნება პასუხი, ეს რუსეთიდან განხორციელდება თუ სხვა წყაროებიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები