ქალისა და კაცის მეგობრობა რომ ხშირად სიყვარულით და ქორწინებით მთავრდება – ასეთი სიუჟეტები არაერთ ფილმში გვინახავს ან წიგნში წაგვიკითხავს. ფსიქოლოგები ამ საკითხს დიდი ხანია სწავლობენ. საინტერესოა, რა აჩვენა სპეციალისტების დაკვირვებამ, რამდენად რეალურია საპირისპირო სქესის ადამიანების მეგობრობა.
ალაბამასა და აიოვას უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაატარეს კვლევა, სადაც 346 ადამიანი მონაწილეობდა, დაწყებული ასაკიდან 18-დან 64 წლამდე. მათ ჰქონდათ ჰეტეროსექსუალური ურთიერთობა სხვა ადამიანთან და ჰყავდათ განსხვავებული სქესის საუკეთესო მეგობარი.
მათ გამოკითხეს მონაწილეები, თუ რას ფიქრობდნენ საუკეთესო მეგობართან შესაძლო სქესობრივ კავშირზე და დაადგინეს, რომ
დაქორწინებული ადამიანები უფრო უარყოფითად უყურებდნენ ამ საკითხს, ვიდრე მარტოხელები.
რატომ არის ქალებთან კამათი უშედეგო
მეცნიერები კაცებს ურჩევენ, არ იკამათონ ქალებთან, რადგან მაინც დამარცხდებიან.
კვლევაში ცალკეა განხილული ეჭვიანობა და მისი გამოხატვა. მაგალითად, ”ეჭვიანი შეყვარებულის” კონცეფცია მეგობრებში ძალიან გავრცელებულია, რაც ფსიქოლოგების აზრით, ქვეცნოებიერად მეგობრის მიმართ ლტოლვას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანებიდან, ემოციები მამაკაცებს უფრო ხშირად უჩნდებოდათ, ვიდრე – ქალებს. პროფესორების აზრით, მიზეზი ისაა, რომ კაცებს ხშირად საკუთარ სექსუალურობაზე ზედმეტად კარგი წარმოდგენა აქვთ, ქალებისგან განსხვავებით.
ასე რომ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული და ფსიქოლოგები გირჩევენ, მეგობრებთან მაინც სიფრთხილე გამოიჩინოთ.