LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად ნორმაშია შავი ზღვის სანაპიროს პერიმეტრზე ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები და არის თუ არა საბანაოდ ვარგისი – ნუგზარ პაპუნიძის განმარტება

324
BeFunky-collage - 2023-06-29T010901.905

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის, ნუგზარ პაპუნიძის განცხადებით, შავი ზღვის სანაპიროს მთელს პერიმეტრზე, ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და საბანაოდ ვარგისია.

როგორც ის „რუსთავი 2-თან” საუბრისას აღნიშნავს, ზღვის წყლის ხარისხის თვეში რამდენჯერმე კონტროლდება.

„ვერ დავეთანხმებით იმ აზრს, რომ უკრაინაში განვითარებული მდგომარეობა პირდაპირ აისახება ჩვენს სანაპირო ზოლზე და უშუალოდ, ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლებზე. ჩვენ ამას გვიმტკიცებენ ამ დარგის გარემოს დაცვის ექსპერტები. მათი აზრით, იქ არსებული მდგომარეობა შეიძლება აისახოს ჩვენს რეგიონში და ამის რისკები ძალიან მინიმალურია.

ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ეს მაჩვენებლები აისახოს 5-6 თვის შემდეგ მინიმალურად, ზაფხულისათვის, ამის საფრთხე არ არსებობს”, – აცხადებს ნუგზარ პაპუნიძე.

მისი თქმით, წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით, თუ იქნება ხარისხობრივი ცვლილება, შესაბამის სამსახურებს აუცილებლად მიეწოდებათ ინფორმაცია.

„შავი ზღვის სანაპიროს მთელს პერიმეტრზე, ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, საბანაოდ ვარგისია. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას, ოქტომბრის თვის ჩათვლით. ჩვენ ყოველ თვეში გვაქვს სამი გასვლა და თუ რაიმე მნიშვნელოვანი ხარისხობრივი ცვლილება იქნება, ამის შესახებ ჩვენ სათანადო სამსახურებს მივაწოდებთ ამ ინფორმაციას, რათა მოხდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები”, – განაცხადა პაპუნიძემ.