LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია – სახალხო პლატფორმა

76
თამარ-ალიბეგაშვილი

რამდენად მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია –  ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ ეროვნული სკრინინგ ცენტრის გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ალიბეგაშვილი.

რა საქმიანობას ახორციელებს ეროვნული სკრინინგ ცენტრი?

ეროვნული სკრინინგ ცენტრი წარმოადგენს არამომგებიან (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელიც დაარსებულია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, 2008 წელს, კიბოს სკრინინგის პროგრამის განხორციელების მიზნით.

წლების განმავლობაში განხორციელებული ყველა აქტივობა ემსახურება მთავარ მიზანს – კიბოს ადრეული გამოვლენის მაქსიმალურად გაზრდა, სკრინინგული სერვისებისადმი ფინანსური და გეოგრაფიული თვალსაზრისით თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პროგრამის მენეჯმენტისა და მომსახურების მიწოდების მაღალი სტანდარტების დაცვა, რაც საბოლოოდ ადრეული გამოვლენის გზით შეამცირებს სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოთი გამოწვეულ სიკვდილიანობას. რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფის, აგრეთვე, სახელმწიფო და კერძო დანახარჯების შემცირების თვალსაზრისით. ასევე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიზანია, კიბოს სკრინინგის მნიშვნელობასა და სკრინინგულ პროგრამებში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა და მათი ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით სკრინინგის რუტინის გაცნობიერება.

კიბოს სკრინინგის რა პროგრამები გაქვთ?

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალებისათვის ყოველ 3 წელში;

ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალებისათვის ყოველ 2 წელში;

კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ორივე სქესისთვის ყოველ 2 წელში;

პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის მამაკაცებისათვის ყოველწლიურად;

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა 25-70 წლის ქალებისათვის.

რამდენი გამოკვლევაა ჯამში ჩატარებული?

დაარსების დღიდან სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ჩატარდა 1 433 533 -ზე მეტი სკრინინგული გამოკვლევა, რაც მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ სკრინინგი არის ჯანმრთელი მოსახლეობის გამოკვლევა, ფარულად მიმდინარე პროცესების გამოსავლენად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ქალებს შორის, საშვილოსნოს ყელის კიბო ონკოლოგიურ დაავადებათა შორის სიხშირით მეოთხე ადგილს იკავებს მსოფლიოში, ხოლო საქართველოში მეხუთე ადგილზეა.

მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული ყოველწლიურად იანვარში აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სკრინინგის მნიშვნელობასა და სხვა პრევენციულ ღონისძიებებზე. სტუმარი საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამაზე, პრევენციულ ღონისძიებებზე, სკრინინგ ცენტრის საქმიანობაზე, არსებულ სტატისტიკასა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან მომდევნო 9 წლის განმავლობაში საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის პროგრამა ამოქმედდა და ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ყველა სფეროს ცნობიერების ამაღლებას დაავადების პრევენციულ ღონისძიებებსა და სკრინინგის მნიშვნელობაზე.

Warning: Attempt to read property "name" on null in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-content/plugins/dynamic-content-for-elementor/includes/extensions/dynamic-visibility.php(1816) : eval()'d code on line 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები