LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად მარტივია მარაგების კონტროლი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის?

1560
715 x 400 mcire da sash.biz-03

თუ გაქვს სურვილი, გაიმარტივო საქმე და განავითარო ბიზნესი აუცილებლად უნდა სარგებლობდე მარაგებისა და გაყიდვების პროგრამით ოპტიმო. მცირე და საშუალო ზომის მაღაზიების/კვების ობიექტების გამართულ მუშაობაზე მარაგების მართვა და კონტროლი პირდაპირ გავლენას ახდენს.

როცა შენს მაღაზიაში მოდის მომხმარებელი და არ იცი, გაქვს თუ არა მარაგში დარჩენილი ის პროდუქტი, რომელმაც შენთან მოსვლა ისევ გადააწყვეტინა, ვერ ემსახურები სათანადოდ, დარბიხარ გზააბნეული დარბაზსა და საწყობს შორის, პროდუქტის შესახებ სწორი ინფორმაციის მოძიების მიზნით –  ეს უკვე ნიშნავს, ბიზნესის მართვაში პრობლემები გაქვს.

მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მომხმარებლის კმაყოფილებისა და ბიზნესის წარმატებისთვის უპირველესად უნდა იზრუნო, გქონდეს ისეთი პროგრამა, რომელიც ხანდახან შენს მაგივრად იფიქრებს კიდეც.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა თანამედროვე ციფრული ხელსაწყო ოპტიმო, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ძირითად ინფორმაციას ბიზნესის შესახებ, გამოირჩევა მარტივი და მოსახერხებელი ფუნქციონალით, მუდმივად განახლებისა და დახვეწის პროცესშია, რითაც აძლევს საშუალებას ბიზნესს, მუდმივად მიუწვდებოდეს ხელი თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

მარაგების მართვა და კონტროლი ოპტიმოს ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. ინფორმაციის პროგრამაში ერთხელ შეყვანის შემდეგ, ნებისმიერ დროს გექნებათ წვდომა თქვენს ობიექტზე არსებული პროდუქციის მარაგებზე, როცა დაგჭირდებათ, იმ მომენტშივე გაიგებთ ამა თუ იმ პროდუქტის რა რაოდენობაა დარჩენილი საწყობში და რამდენია წარმოდგენილი დახლებზე. შესაბამისად, განსაზღვრავთ შესყიდვების რაოდენობასა და საჭიროებას.

გარდა ამისა, ოპტიმო იძლევა გაყიდვების სტატისტიკას და ანალიტიკას, მისი საშუალებით შეიძლება მარტივად განსაზღვრო, რომელია ყველაზე კარგად გაყიდვადი პროდუქტები, დღის/თვის რომელი მონაკვეთია ყველაზე ეფექტური გაყიდვების თვალსაზრისით, მიიღო ინფორმაცია მომგებიანობისა და შემოსავლების შესახებ.

ოპტიმოს კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ მისი მეშვეობით ბიზნესის მართვა დისტანციურადაც შესაძლებელია. სადაც არ უნდა იყო, ოპტიმო გაძლევს საშუალებას მუდმივად იცოდე, რა ხდება შენს ობიექტზე, როგორ არის მარაგების საქმე, რისი დამატებაა საჭირო, რომელი პროდუქტი გაიყიდა და რისი შესყიდვაა სასწრაფოდ საჭირო და აუცილებელი.

როგორ ვისარგებლოთ მარაგების მართვის პროგრამით ოპტიმო?

ოპტიმოთი სარგებლობა არ საჭიროებს ათასობით ლარის ინვესტიციას, 14 დღის განმავლობაში ოპტიმოს გუნდი გაძლევთ საშუალებას სრულიად უფასოდ ისარგებლოთ პროგრამით, დატესტოთ და მოარგოთ თქვენს ბიზნესს და შემდეგ დაიწყოთ თანამშრომლობა. ამ უნიკალური პროგრამით სარგებლობა თვეში მხოლოდ 40 ლარადაა შესაძლებელი. ეს კი ნიშნავს, რომ მინიმალური დანახარჯით განავითარებთ და უამრავ სარგებელს მოუტანთ როგორც თქვენს საქმეს, ასევე თქვენთან მომუშავე გუნდს.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები