LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად ადრე უნდა დაგეგმოთ შვებულება მაშინ, როცა ოჯახთან ერთად აპირებთ მოგზაურობას?

114
Beaches-Turks-Caicos-Family-Walk-Beach

როგორია თქვენი წლის გეგმა, აპირებთ მოგზაურობას?
გაქვთ არჩეული დანიშნულებები რომელთა მონახულებასაც ისურვებდით?
შვებულების გატარება ოჯახთან ერთად გსურთ?

ის ადამიანები, ვინც ბევრს მოგზაურობს, ფიქრობენ რომ ტურის დაგეგმვა ყოველთვის ნაადრევად სჯობს. სპონტანური მოგზაურობაც ძალიან სახალისოა, თუმცა ბოლო წამის შეთავაზების ლოდინი მაშინ როცა შვებულებას ოჯახთან ერთად გეგმავთ, საუკეთესო სტრატეგია ვერ იქნება.
როდესაც სამსახურის განრიგი, ბავშვების დასვენებებს, ლიმიტირებულ ბიუჯეტს და კიდევ ბევრ ფაქტორს უნდა შეუთავსოთ, უმჯობესია დასვენება ადრიანად და დეტალურად დაგეგმოთ.

და მაინც, რამდენად ადრეა სწორი დრო შვეულების დასაგეგმად?

დიდი და მნიშვნელოვანი მოგზაურობისთვის მზადება 6-12 თვით ადრე უნდა დაიწყოთ. ამ გზით საშუალება გექნებათ ფრენის, საცხოვრებლის თუ აქტივობების საუკეთესო ფასები იპოვოთ. ეს საკმარისი დროა იმისთვისაც, რომ შეაგროვოთ ფული, აიღოთ/განაახლოთ პასპორტები, შეისწავლოთ ცოტა ენა თუ კულტურა და მოკლედ ჩაატაროთ პატარა მოკვლევა თქვენი დანიშნულების შესახებ.
ხოლო, შედარებით ნაკლებ ბიუჯეტიანი და მოკლე მოგზაურობებისთვის 1-3 თვით ადრე დაგეგმვაც საკმარისი იქნება.

პირველი, რაც უნდა დაჯავშნოთ არის ფრენა, რადგან შემდეგ ამ ფრენაზე უნდა ააგოთ მთელი მოგზაურობა.

მეორე
– ეს არის საცხოვრებელი. თუკი გსურთ რომ საუკეთესო ადგილას, საუკეთესო ლოკაციაზე, საუკეთესო ფასად იქირაოთ რამე, უმჯობესია ნაადრევად იზრუნოთ ამ საკითხზე. როგორც წესი, გარკვეული ალტერნატივები შემდეგაც იქნება, თუმცა სასურველი ლოკაციებიდან მოშორებით და უფრო ძვირად.

სხვა აქტივობები
– ფრენის თარიღის მიხედვით გადახედეთ აქტივობებსაც. როგორც წესი, იქნება ეს მუზეუმი თუ სპორტული გასართობი, რაც უფრო ადრე შეიძენთ ბილეთს – მეტი შანსი გექნებათ რაიმე ფასდაკლებას გამოკრათ ხელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები