LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენ ქართველს აქვს უკვე iPhone 7?

11

საქართველოში iPhone 7-ის გაყიდვები დაიწყო. ახალი მოდელი  უკვე 5-მა ქართველმა შეიძინა. როგორც ”ფორტუნას” მაღაზია iPhone+ ში განუცხადეს, პირველი 5 ექსკლუზიური მოდელი მომხმარებელმა 9999 ლარად იყიდა.

iPhone 7-ის  გაყიდვები ოფიციალურად ჯერ ამერიკულ სთორშიც არ დაწყებულა და იქ მომხმარებელი ხვალიდან შეძლებს ამ მოდელის შეძენას. რაც შეეხება საქართველოს, iPhone+ -ს აქვს ექსკლუზიური უფლება,  ქართველ მომხმარებელს 2 დღით ადრე შესთავაზოს  iPhone-ის ახალი მოდელები. შეგახსნებთ, წინასწარი შეკვეთით 15-16 რიცხვებში შესაძლებელი იყო ექსკლუზიური მოდელების ყიდვა და ამ დროისთვის, 5 მომხმარებელს  საქართველოში უკვე გადაეცა iPhone 7”, – განმარტეს მაღაზიაში.

მათივე ცნობით, დღეს ღამით რამდენიმე ახალი  iPhone 7-ის  ჩამოსვლასაც ელიან, რომელთა 90%-ი უკვე გაყიდულია, ამჯერად მათი ფასი  7777 ლარია.

”დღეს საღამოს საქართველოს კიდევ 10 მოქალაქე გახდება iPhone 7-ის   მფლობელი. მას შემდეგ კი რაც ამერიკაში ოფიციალური გაყიდვები დაიწყება, ფასები ნელ-ნელა დასტაბილურდება და 3000 ლარის ფარგლებში იქნება”, – აღნიშნეს iPhone+ ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები