რამდენ მოქალაქეს მოემსახურა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური სამსახური 2023 წელს – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური სამსახურის უფროსმა ქეთი ჩომახიძემ ისაუბრა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახური 2023 წელს 172 488 მოქალაქეს მოემსახურა, მათ შორის 13 598-მა მოქალაქემ განაცხადი სააგენტოს ელექტრონული სერვისების მისაღებად წარადგინა.
დისტანციური მომსახურების სამსახურის მეშვეობით 50-მდე სხვადასხვა სერვისის მიღებაა შესაძლებელი.
რომელია ყველაზე მოთხოვნადი დისტანციური სერვისები?
ყველაზე მოთხოვნადი დისტანციური სერვისებია:
– საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
– პირადობის ელექტრონული მოწმობა;
– დაბადების განმეორებითი მოწმობა;
– თანხმობა და სხვ.
დისტანციური მომსახურების სამსახური საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს სთავაზობს ონლაინ სერვისებს, რითაც შესაძლებელია სასურველი მომსახურების მარტივად მიღება სახლიდან/ქვეყნიდან გაუსვლელად.
როგორ ავსებენ მოქალაქეები განცხადებას?
მოქალაქეებს განცხადების შევსება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის – http://www.sda.gov.ge/ საშუალებით. ონლაინ რეჟიმში ელექტრონული ფორმით განაცხადის გასაკეთებლად კი საჭიროა დაინტერესებულ პირს გააჩნდეს ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2015 წლიდან ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს საშუალება აქვთ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისები დისტანციური მომსახურებით მიიღონ. ამ ტიპის მომსახურებით უკვე არა ერთმა მოქალაქემ ისარგებლა. ისინი დისტანციური მომსახურების სამსახურს უკავშირდებოდნენ და კვალიფიციური სპეციალისტებისგან კონსულტაციას ჟესტების ენაზე იღებდნენ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახური მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე. მოქალაქეებს სამსახურთან დაკავშირება შეუძლიათ ტელეფონის (+995 32 2 40 10 10) მეშვეობით. https://www.facebook.com/psda.gov.ge/videos/580406923577642/?mibextid=Le6z7H – ინფორმაციისთვის დაგეხმარებათ.