LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენ მოქალაქეს აქვს საქართველოში ბიომეტრიული პასპორტი – უვიზოდ მიმოსვლა 106 ქვეყანაშია შესაძლებელი

140
biometriulipasporti (1)

ბიომეტრიულ პასპორტს ამ დროისთვის საქართველოს 1 700 000-მდე მოქალაქე ფლობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან ექვსი წლის შესრულებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია.

„იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისა და შენარჩუნების პროცესში. ევროკავშირთან თანამშრომლობით წარმატებით განხორციელებული ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების, პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის სანდოობა საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია;

საქართველოს პასპორტით უვიზოდ მიმოსვლა მსოფლიოს 106 ქვეყანაშია შესაძლებელი.

ბიომეტრიულ პასპორტს ამ დროისთვის საქართველოს 1 700 000-მდე მოქალაქე ფლობს“, – აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.