LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენ ხანს ცოცხლობენ ქართველი მამაკაცები და ქალები?

752
MG_7322-1

საქართველოში ქალების რაოდენობა 0.3%-ით შემცირდა და 1 მლნ 932 ათასი შეადგინა. ხოლო მამაკაცების რაოდენობა ფაქტობრივად უცვლელია – 1 მლნ 790 ათასი.

2019 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემცირების მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის 52% ქალია, ხოლო 48% – მამაკაცი.

2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92.7-ს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92.7 მამაკაცი მოდის.

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგენდა 74.0 წელს, მათ შორის მამაკაცებისათვის 69.7 წელს, ხოლო ქალებისათვის – 78.2 წელს.

აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში მამაკაცები ჭარბობენ ქალებს, ხოლო 35 წლის ასაკიდან ქალების რიცხოვნობა აღემატება მამაკაცებისას, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

რაც შეეხება მოსახლეობის საშუალო ასაკს, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ის  37 წელს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები