LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენ დღეს უნდა გრძელდებოდეს იდეალური შვებულება

57

შვებულებიდან ყოველდღიურ საქმეებს დაბრუნება ყოველთვის რთულია, რადგან ან ვერ ასწრებთ ენერგიის აღდგენას რამდენიმე დღეში, ან პირიქით ზედმეტად გაგრძელებული არდადეგების წყალობით, გიჭირთ ჩვეულ რეჟიმში ჩაბმა. უკიდურესობებისგან თავიდან ასაცილებლად, მეცნიერებმა იდეალური შვებულების მოდელი შეიმუშავეს, რათა ენერგიის აღდგენაც მოასწროთ და დასვენებამაც ზედმეტად არ გაგიტაცოთ.

ამერიკულ გამოცემაში Journal of Happiness გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ოპტიმალური შვებულება 7-8 დღეს გრძელდება, რადგან სწორედ ამ პერიოდში ისვენებს ორგანიზმი და ნერვული სისტემა.

ხანმოკლე არდადეგები მხოლოდ „აღიზიანებს“ ადამიანის ორგანიზმს, ზედმეტი დასვენება კი პირიქით – ადუნებს, თენთავს და დიდი ხნით აკარგვინებს შრომისუნარიანობას.

სხვათა შორის, სწორედ რვა დღის განმავლობაში შეიძლება შვებულების უპირატესობებით სარგებლობა, როცა ბედნიერების შეგრძნება მხოლოდ მატულობს, აბსოლუტურ მაქსიმუმს კი, მერვე დღეს აღწევს. ასე რომ, ნურასდროს დაელოდებით „დასვენებით გადღლას“ და ისიამოვნეთ ბედნიერების მომენტით!

რვადღიანი შვებულება ოპტიმალური პერიოდია როგორც ფიზიკური ძალის აღსადგენად, ისე ინტელექტუალური რეაბილიტაციისთვის, ამასთანავე არც „სამუშაო აკლიმატიზაციის“ გავლა გაგიჭირდებათ.

ინფორმაცია მათთვის, ვინც არასდროს სარგებლობს შვებულებით და ამაყობს საკუთარი შრომისუნარიანობით – ერთკვირიანი დასვენება ისევე აუცილებელია როგორც ყოველდღიური ძილი და არც ღირს ალტერნატივის ძებნა, რადგან სწორედ ზომიერი არდადეგებია ყველაზე დიდი ინვესტიცია თქვენს საქმიანობაში, რომელიც ახალი წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ.

აუცილებლად დაგეგმეთ რამდენიმე მოკლე შვებულება წლის განმავლობაში, რადგან სწორედ ასე შეძლებთ ენერგიის თანაბრად გადანაწილებას და ჯანსაღი ნერვული სისტემის შენარჩუნებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები