LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამაზ გიგაური: „ყურადღება მიაქციეთ, რა აზრები ტრიალებს თქვენს გონებაში ყოველდღე. გახსოვდეთ, რომ წვეთის მუდმივი დაცემა ქვას ხვრეტს”

476
რამაზ-გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც ყოველდღიური უარყოფითი აზრებისგან გათავისუფლებას გვირჩევს: „ყოველდღიურად თქვენს გონებაში აზრების გარკვეული ნაწილი მეორდება.

დღითი დღე თქვენი აზროვნება აგებს რაღაც აზრ-ფორმას. ეს არის ასტრალურ-მენტალური „შენობა“, რომელსაც ყოველდღე წვეთ-წვეთად უმატებთ ენერგიას და მას ზომაში ზრდით. აშენებთ მას.

ეს აზრ-ფორმა თქვენი ასტრალურ-მენტალური „მე“ ხდება. სწორედ ეს აზრ-ფორმა ხდება თქვენი ანგელოზი ან დემონი – ან გეხმარებათ და გშველით ან პირიქით, ხელს გიშლით და გღუპავთ.

ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ რა აზრები ტრიალებს თქვენს გონებაში ყოველდღე. გახსოვდეთ, რომ წვეთის მუდმივი დაცემა ქვას ხვრეტს!”

რამაზ გიგაური: „სამწუხაროდ, ადამიანები – ღმერთები არ ვართ. ჩვენ ვერ ვირჩევთ ვერც დაბადებას და ვერც სიკვდილს. სახელსა და გვარსაც კი ვერ ვირჩევთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები