LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ განაპირობა ბოლო დღეებში ლარის გამყარების ტენდენცია ?

134
giorgi-kepuladze-w-h (2)

რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებს ბოლო დღეებში ლარის გამყარების ტენდენციას „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ამ ეტაპზე შექმნილ პოზიტიურ და ოპტიმისტურ მოლოდინებს კომენდანტის დროის 2 საათით გადაწევას და საზღვრების გახსნას უკავშირებს. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრა.

„ძირითადი ფაქტორი ლარი გამყარების ტენდენციისა, ამ ეტაპზე არის პოზიტიური და ოპტიმისტური მოლოდინები, რომელიც შეიქმნა კომენდანტის დროის 2 საათით გადაწევისა და საზღვრების გახსნის დაანონსების შემდეგ.

თუმცა ის, რომ არსებული მოლოდინები რეალურად აისახოს ქვეყნის ეკონომიკაზე ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

გარდა ამისა, აუცილებელია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ამიტომ ჩვენ ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ გვექნება, თუმცა იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან საჭიროა ვაქცინაცია, შემდეგ აუცილებელია მოიხსნას კომენდანტის საათი და სხვა რეგულაციები, ამის შემდეგ შესაძლებელია უკვე რეალურად ვნახოთ ლარის კურსის კიდევ უფრო მეტად გამყარება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ ნაბიჯებზე, რომელსაც მთავრობა გადადგამს და როგორი იქნება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა“,-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები