LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რალი მესტიის აეროპორტში: ომამდელი ავტომობილები და თვალახვეული მძღოლები

178

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა ომამდელი ავტომობილების რალის უმასპინძლა. რალიში მონაწილე 29 ავტომობილი მეორე მსოფლიო ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი 1922 წლის გამოშვება Vauxhal-ია ხოლო ყველაზე ,,ახალგაზრდა“ 1951 წლის გამოშვება იაგუარი.

მესტიის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე განლაგებულ 29 უნიკალური მანქანის მძღოლს, წესების მიხედვით, თვალახვეულებს ბარიერისთვის უკუსვლით უნდა შემოევლოთ და გადაეკვეთათ ფინიშის ხაზი, მიმართულებას კი მათ ე.წ. შტურმანი კარნახობდა. შეჯიბრში მონაწილეობას როგორც მამაკაცი, ასევე ქალი მძღოლებიც იღებდნენ.

კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით ‘’Peaks of the Caucasus“ საქართველოში 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება. რალის მონაწილეები მესტიის აეროპორტამდე ამბროლაურის აეროპორტში იმყოფებოდნენ. უნიკალური რალის მონაწილეები ჯამში საქართველოს თითოეულ კუთხეს მოივლიან და 2250 კილომეტრს დაფარავენ.

Peaks of the Caucasus იდეა ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად, 2005 წელს  კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia“ იტალიაში ჩატარდა.

1927 წლის გამოშვება MERCEDES BENZ ROADSTER, ამავე წლის გამოშვება BENTLEY და კიდევ 26 უნიკალურმა კლასიკურმა ავტომობილმა სტარტი  პირველ ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან აიღეს და 14 ოქტომბერს შატო მუხრანში დაასრულებენ, სადაც გამარჯვებული გამოვლინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები