LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაკეტით განადგურებული კორპუსის ნანგრევებში შესაძლოა 100-მდე ადამიანი იყოს: The Guardian

386
ნგრევა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 60 კილომეტრში, ბოროდიანკაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელ კორპუსში 100-მდე ადამიანი შესაძლოა, კვლავ ნანგრევების ქვეშ იყოს. – ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსპიკერის ცნობით, „ამ დროისთვის ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია“.

,,მუდმივი დაბომბვის გამო მაშველებს ამ ადამიანებთან წვდომა არ აქვთ. ჩვენ მზად, ვართ ხალხის ევაკუაცია განვახორციელოთ, როგორც კი შეთანხმება „მწვანე დერეფანზე“ მიღწეული იქნება“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები