LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაინეარის ბილეთებს ნებისმიერ თარიღზე უფასოდ გადაცვლით

134
ryanair-phone-app

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია “რაინეარი” ბილეთებზე თარიღების ცვლილების საფასურს აუქმებს. ყველა მომხმარებელს, რომლებიც ბილეთებს ივლისი-აგვისტოში შეიძენს, შესაძლებლობა ექნება შეცვალონ არდადეგების თარიღი და გეგმები.

“რადგან იხსნება პოპულარული ტურისტული ადგილები, ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს მეტ კომფორტსა და მოხერხებულობას. თუ არსებული სიტუაციის გამო, გეგმები უცებ შეიცვლება, ამის გამო ტურისტებს პრობლემებს არ შევუქმნით”, – აცხადებს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი დარა ბრედი.

“რაინეარი” 1 ივლისიდან დღეში 1000-მდე ფრენას გეგმავს და კომპანიის შეთავაზება უფრო კონკრეტულად ასე გამოიყურება:

  • მომხმარებლები, რომლებიც 10 ივნისიდან შეიძენენ ბილეთებს ივლისსა და აგვისტოში, შეძლებენ ბილეთები 2020 წლის 31 დეკემბრამდე ნებისმიერ თარიღზე გადაცვალონ.
  • შეთავაზება მხოლოდ იმ მიმართულებაზე ვრცელდება, რომელიც თავდაპირველად იქნება დაჯავშნილი. ანუ მომხმარებელი მარშრუტს ვერ შეცვლის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები