ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.
ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი. ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრება.
ხელმოწერის ცერემონია 21 აგვისტოს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგება.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისეთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.