LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაიმე სახის საჯარო აქტივობა როცა გსურს, უნდა გაითვალისწინო საზოგადოების პოზიცია – რა არის მისთვის მიუღებელი“ – მაჭარაშვილი „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლაზე

151
fot (2)

„გამოხატვის თავისუფლება არის ყველასთვის – ძალადობას ვგმობთ, მაგრამ საქართველოში ასეთი სახის პროპაგანდა მიუღებელია!“, – ასე ეხმაურება საზოგადოებრივ მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ლისის ტერიტორიაზე დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლას.

„თბილისი პრაიდი“: „დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“

გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ „თბილისი პრაიდის“ ჩატარების მომხრე არ არის.

ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა: შოკის მომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ

მისივე თქმით, „ყველამ უნდა გააანალიზოს, საქართველოში უმრავლესობისთვის რა არის დაუშვებელი და მიუღებელი“.

„რაიმე სახის საჯარო აქტივობა როცა გსურს, უნდა გაითვალისწინო საზოგადოების პოზიცია – რა არის მისთვის მიუღებელი, საპატრიარქომ და ასევე სხვა რელიგიურმა კონფესიებმაც საჯაროდ თქვეს, რომ ძალადობას გმობენ, მაგრამ მათთვის მიუღებელია ასეთი ტიპის პროპაგანდა.

რაიმე სახის საჯარო აქტივობა როცა გინდა, იმ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია უნდა გაითვალისწინო, რომელიც საჯაროდ გამოხატავს, რომ ეს მათთვის მიუღებელია და გამოწვევაზე არ უნდა წახვიდე.

გამოხატვის თავისუფლება არის ყველასთვის – ძალადობას ვგმობთ, მაგრამ საქართველოში ასეთი სახის პროპაგანდა მიუღებელია! ყველამ უნდა გააანალიზოს, საქართველოში უმრავლესობისთვის რა არის დაუშვებელი და მიუღებელი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, Tbilisi pride-ის ორგანიზებით, ფესტივალი, რომელიც 8 ივლისს ლისზე, დახურულ ტერიტორიაზე უნდა ჩატარებული, ჩაიშალა. მიზეზი „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა ჯგუფის ორგანიზებული პროტესტი გახდა, ისინი ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, „პრაიდ ფესტივალისთვის“ გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული ფესტივალის ჩაშლისას ორი პირი დააკავეს.

შს მინისტრის მოადგილე: პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა 100%-იანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია – კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა

სახალხო დამცველი: მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას – დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა

 

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: ipn
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები