კიმი რაიკონენის შვილი უნგრეთის გრან-პრის მთავარი ვარსკვლავი გახდა.
ბავშვი „ფორმულა 1“-ის პოდიუმზე 3 წლის ასაკში მოხვდა.
„ფერარის“ მრბოლელს არც თუ იშვიათად დაყავს ოჯახი გრან-პრიზე, უნგრეთშიც ჩაიყვანა მეუღლე მინტა და შვილი რობინი. პატარა ბიჭმა პუბლიკა დაიპყრო – მაგალითად, გაიმეორა მამის ძველი ტრიუკი (2009 წელი, მალაიზია) და ნაყინით დაიტვირთა.
მომდევნო დღეს მამის გაგრილება სცადა, რომელიც 2 საათი 33 გრადუსიან სიცხეში მანქანაში იჯდა, თანაც გუნდის მექანიკოსებს შლემში წყლის მიწოდება დაავიწყდათ.
https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=jJVxNWMUIMk
რობინის თავგადასავალი ამით არ დასრულებულა. სამი წლის ბაღანა პოდიუმზე აუშვეს…
თავად მამამ კი ინსტაგრამზე ერთი ფრაზა დაწერა: „ის სწავლობს“.
როგორც ჩანს, პატარა რობინს მხოლოდ ერთი გზა რჩება – მრბოლელობა.