ბიონსეს საკულტო ტურნეს, Renaissance-ის ფილმის პრემიერა შედგა. კინოჩვენებაზე უამრავმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი. მათ შორის იყვნენ ტეილორ სვიფტი, ბლეიკ ლაივლი და კიდევ უამრავი ცნობილი ადამიანი.
ჩვენების შემდეგ ბლეიკმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა. ერთ-ერთ მათგანში ის ტეილორთან ერთად ჩახუტებული პოზირებს. ეს შანსი ლაივლის მეუღლემ, რაიან რეინოლდსმა ხელიდან არ გაუშვა და „სთორიში“ სახალისო ფოტო გამოაქვეყნა. მან მეუღლისა და ტეილორის სახეები ფოტომონტაჟის საშუალებით, საკუთარი თავითა და სვიფტის შეყვარებულით, ტრევის კელსით ჩაანაცვლა.
ფოტომ უამრავი მოწონება დაიმსახურა, საზოგადოება აღფრთოვანებულია რეინოლდსის იუმორით.
„ამაზე სულ ვოცნებობდი“ – რაიან რეინოლდსი ორსული მეუღლის თბილ ფოტოს ავრცელებს
ფოტო: ბლეიკ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა 10 წლის შემდეგ პირველი პაემანი გაიმეორეს