მალე „ნეტფლიქსი“ ახალ სერიალს, „მონსტრი: ჯეფრი დამერის ამბავი“ (Monster: The Jeffrey Dahmer Story) გადაიღებს. სერიალი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიულ მკვლელზე, ჯეფრი დამერზე მოგვითხრობს, რომელმაც 17 ადამიანი მოკლა, პოლიციას კი ხელიდან მუდამ უსხლტებოდა. საბოლოოდ დამერი 1991 წელს დააპატიმრეს.
აღსანიშნავია, რომ ტელეშოუს რეჟისორი საკულტო პროდიუსერი და სცენარისტი რაიან მერფი იქნება. თუ ვინ შეასრლებს მთავარ როლს ჯერჯერობით უცნობია. სერიალის გადაღებები 2021 წლის იანვარში დაიწყება.
ცნობისთვის, რაიან მერფის უკანასკნელი სერიალი, „რეტჩედია“ (Ratched), რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა და „ნეტფლიქსზე“ ნახვების რაოდენობით ლიდერობს.