LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაიან გოსლინგმა ქალიშვილებთან ერთად ისაუზმა (ფოტო)

7500524-0-image-a-55_1544996602510

რაიან გოსლინგისა და ევა მენდესის რომანტიკული ურთიერთობა უკვე შვიდ წელს ითვლის. საინტერესოა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ვარსკვლავური წყვილის თანაცხოვრება უპრობლემოდ, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ამის დასტურია ისიც, რომ უქმეების დილა გოსლინგმა ქალიშვილებთან ერთად დაიწყო და გოგონების დედას გამოძინებისა და დასვენების საშუალება მისცა.

საინტერესოა, რომ პაპარაცებმა, 38 წლის მსახიობი მაშინ გადაიღეს, როცა ის 4 წლის ესმერალდასთან და 2 წლის ამადასთან ერთად სასაუზმოდ მიდიოდა.

აღსანიშნავია, რომ გოსლინგი და მენდესი საზოგადოების წინაშე ერთად იშვიათად ჩნდებიან. კიდევ უფრო იშვიათია მათი შვილებთან ერთად ხილვა. სწორედ ამიტომ დღეს თითქმის ყველა ტაბლოიდი ამ იშვიათ ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ კანადელი არტისტი მზრუნველი და ყურადღებიანი მამაა.

შეგახსენებთ, რომ რაიან გოსლინგმა და ევა მენდესმა ერთმანეთი 2011 წელს, ფილმის ,,ადგილი ფიჭვნარში” გადაღებებზე გაიცნეს. მათ ურთიერთობა ამ დრომდე არ დაუკანონებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები