რაიან გოსლინგისა და ევა მენდესის ორშვილიან ოჯახს ახალი წევრი ჰყავს. ამ უკანასკნელის ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტიდან, ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა ძაღლი აიყვანა.
დობერმანის ჯიშის შინაურ ცხოველს – ლუჩო დაარქვეს.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავური წყვილის თანაცხოვრება 7 წელს ითვლის. ისინი 4 წლის ესმერალდასა და 3 წლის ამადას მშობლები არიან.