42 წლის მსახიობი, ჩენინგ ტატუმი ცხოვრების ამ ეტაპზე საკმაოდ დატვირთულია კინო-კარიერით. ახლახან მან Vanity Fair-ის გარეკანი დაამშვენა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
როგორც ინტერვიუდან ვიგებთ, მალე საკულტო ფილმის, „მოჩვენების“ რიმეიქი გამოვა, რომელშიც ჩენინგი პატრიკ სუეიზის გმირის, სემის როლს შეასრულებს. როგორც მსახიობი აცხადებს, კინო-კლასიკაზე უფლება უკვე მოპოვებულია.
„რაღაცები უნდა შეიცვალოს!“, – ამბობს მსახიობი.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ ვინ გაუწევს მას პარტნიორობას ფილმში „მოჩვენება“, რომელიც 1990 წელს გამოვიდა.
მზე, ზღვა და ვარსკვლავები – რას იტყვით სანაპიროზე მონავარდე სკარლეტ იოჰანსონსა და ჩენინგ ტატუმზე?
ჩენინგ ტატუმისა და ზოე კრავიცის ტკბილი, იტალიური არდადეგები – პაპარაცებმა წყვილი ერთად გამოიჭირეს