LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაღაცა სისულელეებს გვეუბნებიან – საქართველოში ბავშვთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უსერიოზულესი პრობლემაა, ეს პირველი პედოფილიაა“ – ანა დოლიძე ახალ კანონპროექტზე

132
ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებით ქვეყანაში გაცილებით მძიმე პრობლემები არსებობს, რაზეც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მუშაობა არ მიმდინარეობს.

იაგო ხვიჩია: „მტერმა ოდითგანვე ვერაფერი გვიქნა, გვესეოდნენ, გვაოხრებდნენ – ვერ დავიჯერებ, რომ LGBT პროპაგანდით ქართველ ხალხს რამე დაემართება“

„როდესაც ჩვენ გვეუბნებიან რაღაცა სისულელეებს – „ბავშვები უნდა დავიცვათ“. ნახეთ, საქართველოში უსერიოზულესი პრობლემაა ბავშვთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს არის, პირველიპედოფილია.

„ფსევდოლიბერალები ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ – ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი“ – მდინარაძე ახალი კანონპროექტის შინაარს განმარტავს

არავითარი სახელმწიფო მუშაობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა, ცნობიერების ამაღლება, ოჯახებთან მუშაობა და რაც მთავარია, სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის გამკაცრება პედოფილიასთან დაკავშირებით… რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო ამ მხრივ? არაფერს“. – განაცხადა ანა დოლიძემ ტვ „ფორმულას“ ეთერში.

„სისულელე, ყურით მოთრეული თემა – წამოვიდეს „ოცნება“, იაროს ფეხით ქუჩაში და ნახავს, რა არის რეალური გაჭირვება“ – ელისაშვილი ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნების“ გადაწყვეტილებით, მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.