LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაღაც სიგიჟეებზეა საუბარია, ასეთი რამის დაბრალება ადამიანისთვის წარმოუდგენელია” – სერგი კაპანაძე დავით გარეჯის საქმეზე

77
BeFunky-collage

“ხელისუფლებას, რომელსაც ხალხისთვის არაფრის თქმის საშუალება არ აქვს და ვერაფერს ჰპირდება, ერთადერთი გამოსავალი აქვს დარჩენილი, რომ როგორღაც ხელი შეაწმინდოს წინა ხელისუფლებას მოგონილი, ყურით მოთრეული საქმით“ – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ “ფორტუნას” გადაცემა დღის თემაში განაცხადა.

კაპანაძე დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის მიმართ წარდგენილი ბრალდებები აბსურდულია.

მსხვერპლშეწირვა თუ სასამართლო: დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი წარედგინათ

“სამარცხვინოა, რომ ივანიშვილს ჰგონია, რომ ხალხი ამას ჭამს. ამ საქმეს რეალობასთან არანაირი შეხება აქვს, რაღაც სიგიჟეებზეა საუბარი. ვითომ კომისიის წევრმა გაყიდა ქვეყანა და რუკა დამალა, სრული აბსურდია.

ვინმეს ამ რუკის გამოყენება თუ უნდოდა, ამდგარიყო და გამოეყენებინა, თვითონ არ არიან ხელისუფლებაში რვა წლის განმავლობაში? ეთქვათ, რომ არა, ახლა ეს რუკა გვინდა გამოვიყენოთ, რა შეიცვლებოდა ამით? მაგრამ, კარგად იციან, რომ ამ რუკას თუ გამოიყენებდნენ მიიღებდნენ შესაბამის პასუხს მეორე მხრიდან და კიდევ უარეს მდგომარეობაში ჩავარდებოდნენ. ახლა ვინმეს ჰგონია, რომ პოზიციები გავიმყარეთ აზერბაიჯანთან მიმართებაში, თუ რუკის ჩვენებით ისინი იტყვიან, რომ კი ბატონო, ახლა ეს ტერიტორია თქვენიაო.

ეს საკითხი უნდა მოგვარდეს მოლაპარაკებების გზით და არა გამწვავების. ასეთი რამის დაბრალება ადამიანისთვის წარმოუდგენელი რამ არის, ძალიან მალე იგემებს ქართველი ხალხის მუშტს როგორც ბატონი ივანიშვილი, ისე გახარია, ღარიბაშვილი, რომელმაც შეთითხნა ეს ყველაფერი და მათ შორის, ზალკალიანი, რომელსაც ელემენტარული თავმოყვარეობა არ ჰყოფნის და დანიაში ჩვენს ელჩს საყვედურობს.ყველაზე სამარცხვინო პროცესია, მსგავსი დიდი ხანია არ მინახავს”- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

“ამ მოვლენამ საბოლოოდ მოსპო ჩვენი ნდობა ხელისუფლებისადმი” – გარეჯის მიწებთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები