LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაგბის თავკაცს იანვარში აირჩევენ

36

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს გაიმართება. ქართული რაგბის მმართველ ორგანოში გამგეობის სხდომამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
კანდიდატთა რეგისტრაცია 18 იანვრამდე გაგრძელდება. ჯერჯერობით უცნობია პრეზიდენტობის მსურველი კანდიდატების ვინაობა.
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 20 დეკემბერს იყო დაგეგმილი. ირაკლი აბუსერიძემ და გია ნიჟარაძემ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი საკუთარი სურვილით განაცხადეს და არჩევნების ჩატარების თარიღი გადაიდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები