LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რადისონში“ „მოქუნქურე“ წყვილის აღმომჩენი ჟურნალისტი „მძიმე კაცს“ სტუმრობს

459

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი, როდესაც „რადისონის“ მეთხუტმეტე სართულზე სექსით დაკავებულ, ანუ მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „მოქუნქურე“ წყვილის შესახებ დიდი ჩანახატი დაწერა და „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა. როგორც თავად მოჰყვა, სასტუმროში სიყვარულით დაკავებული უცხოელი წყვილი მეთხუტმეტე სართულზე შენიშნა და სასტუმროში შევიდა ამ უმსგავსო საქციელის გასაპროტესტებლად.

მისი ეს სტატუსი სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის განმავლობაში მთავარი გასარჩევი თემა იყო. ნინო ლაბარტყავა კიდევ ერთხელ გახდა სოცქსელების საზოგადოების სამიზნე, რადგან „მძიმე კაცის“ ახალ გამოშვებას სტუმრობს. ინტერნეტში გავრცელდა გადაცემის ანონსი, სადაც ჟურნალისტი საუბრობს იმის შესახებ, რომ დარვინს არ ეთანხმება, ფროიდის მოსაზრებებს კი უაზრობებს უწოდებს. ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ სიტყვა „კუნილინგუსის“ ხსენებისას საკუთარი თავი ახსენდება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები