LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოსექტორში ფინანსური ვარდნა 33-დან 90%-მდე მერყეობს: მაია მაზანაშვილი

550
BeFunky-collage

როგორ აისახა ფინანსური მაჩვენებლის კუთხით რადიოსექტორზე პანდემია – ამ საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემის „დღის თემა“ სპეციალურ გამოშვებაში რადიო ჰოლდინგ “ფორტუნას” მარკეტინგის დირექტორმა ისაუბრა.

მაია მაზანაშვილმა იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა გადალახვა ამ დრომდე უწევს სექტორს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

მისი განცხადებით, რადიო “ფორტუნამ” საშუალოდ 30%-იანი ვარდნა განიცადა, თუმცა ფინანსური კლება სხვადასხვა რადიოს ჭრილში 33%-დან 90%-მდე ვარირებს და მიანიშნებს, რომ სექტორი გაკოტრების წინაშეა.

თუ ასე გაგრძელდა, გაკოტრება გარდაუვალია: რამაზ სამხარაძე

„რა თქმა უნდა, მარკეტინგი წინასწარ საზღვრავს მოლოდინებს, მაგრამ როდესაც დაიწყო პანდემია რაღაც ბურუსით მოცულ, გაურკვეველ მტრის წინაშე დავდეგით. რამაც გამოიწვია ბიზნეს სექტორის დაბნევა. და დაიწყო კონრაქტების გადახედვის დაუსრულებელი პროცესი. 2020 წელი რომ შევაჯამეთ, ვარდნა 33%-დან 90%-მდე მერყეობს. ეს ძალიან მტკივნეული პროცესია. რადიოსექტორისთვის, რომელიც მთლიანად ასახავს დღევანდელ ეკონომიკის სურათს, ეს რიცხვი ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი რადიოსადგური გაკოტრების წინაშე დადგება.“

არ მსურს აპოკალიპტური სიტუაცია დავხატო, მაგრამ დღეს, რადიოსექტორში ძალიან მძიმე მდგომარეობაა: გოგა სამუშია

 

მაია მაზანაშვილის განცხადებით, მედიასექტორის სარეკლამო ბაზრის 7-8% სწორედ რადიოზე მოდის. მისი თქმით, საერთაშორისო რადიოასოციაციებთან არა მხოლოდ აქტიური თანამშრომლობა აქვთ, არამედ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ გავლენიანი ორგანიზაციის, ევროპის რადიოასოციაციის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოდან.

კრიზისული ვითარების მიუხედავად, სტრატეგიულად მნიშვენლოვანმა ობიექტმა პირველი დარტყმის შეკავება შეძლო, თუმცა სამომავლო პროგნოზების გაკეთება უკვე შეუძლებელია.

„ერთად დავდეგით ყველა და უფრო გავაძლიერეთ მუშაობა, რომ ინფორმატიულები ვყოფილიყავით საზოგადოებისთვის. ჩათვალეთ, რომ საომარ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

როგორც სამედიცინო სექტორი, ასევე რადიოსექტორი გახდა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი. მთლიანად გადავეწყვეთ მოსახლეობის დაკვეთაზე. მოსახლეობას უნდოდა სწრაფი ინფორმაცია და როგორც ყოველთვის, ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა.

ახლა, აბსოლუტურად ბურუსშია მოცული, რა იქნება მომავალში. ვფიქრობ, ჯერ-ჯერობით უკეთესობისკენ წასვლის პერსპექტივა არ არსებობს. აქტიურ მუშაობას განაგრძობს ჩვენი კომპანია და გაყიდვების სამსახური.

20 წელზე მეტია ამ სფეროში ვარ, წარმოვადგენთ სექტორის ყველაზე მსხვილ მოთამაშეს რადიოჰოლდინგ” ფორტუნას”, რომელიც 4 რადიოსადგურს აერთიანებს, თუმცა, პირველად არის ცხოვრებაში, რომ არ ვიცი რა პროგნოზი შეიძლება მქონდეს, მედიაგაყიდვების კუთხით, აბსოლუტურად ბუნდოვანია 2021 წელი.  ვფიქრობ, რადიოსექტორის გადასარჩენად ხელისუფლების მხარდაჭერა აუცილებელია. იმედია, მოგვაქცევენ ყურადღებას და სექტორი კიდევ უფრო მეტ სიახლეს შესთავაზებს მსმენელს“. – განაცხადა რადიო ჰოლდინგ “ფორტუნას” მარკეტინგის დირექტორმა მაია მაზანაშვილმა.

ხელისუფლებასთან დიალოგს მე-10 თვეა ვითხოვთ: მაკა ჯახუა რადიო “მწვანე ტალღა”-ს დირექტორი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები