LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოქალაქი – კალაძემ კიდევ ერთი ახალი პროექტის ფოტოები გაასაჯაროვა [ფოტო]

1545393207-00_აუზი_1

თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებსაც რადიოქალაქისა და თბილისის სატელევიზიო ანძის პროექტები წარუდგინა.

კახა კალაძის განცხადებით, ორივე პროექტის ღირებულება დაახლოებით 30 მლნ დოლარს შეადგენს. 20 მლნ რადიოქალაქის განვითარებისთვის დაიხარჯება, ხოლო 10 მლნ დოლარი სატელევიზიო ანძის პროექტისთვის.

მისი თქმით, მუხიანში რადიოქარხნის ტერიტორიაზე მოეწყობა რადიოქალაქი, სადაც განთავსდება სპორტული, სავაჭრო და საბავშვო სივრცეები.

„ორივე პროექტთან დაკავშირებით ჩატარებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. მერიის მიერ შეთავაზებული პირობების თანახმად, სატელევიზიო ანძის გასხვისება არ მოხდება, დაინტერესებულ კომპანიას იჯარით გადაეცემა, საუბარია 25 წელზე. რაც შეეხება რადიოქალაქის პროექტს, აუქციონით მოხდება ტერიტორიის გასხვისება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

რაც შეეხება ანძას, კალაძის თქმით, მასზე უნდა განთავსდეს წლიურად 300 000 ვიზიტორზე გათვლილი ცენტრი, სადაც 40 ადამიანი მუდმივად იქნება დასაქმებული.

„გვაქვს შესაძლებლობა, თბილისის სატელევიზიო ანძას მივცეთ დამატებითი ფუნქცია, როგორც ეს არის ბევრ ქვეყანაში. საუბარია დამატებით რესტორნის მოწყობაზე, საიდანაც დაახლოებით 75 მეტრის სიმაღლეზე იქნება გადმოსახედი. შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს და ქალაქისთვის სატელევიზიო ანძა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორი იქნება თბილისის ანძა - შემუშავებული პროექტის ფოტოები

შემუშავებულია ორი ვარიანტი და გვინდა, გავაგრძელოთ მუშაობა იმაზე, თუ რომელი მათგანი განხორციელდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები