LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიომაუწყებლობის ორი ახალი ლიცენზია გაიცა

49

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, თბილისში  FM 93,1-ზე და ქალაქ ახალციხეში FM 97.5-ზე რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა. ამის შესახებ ,,ფორტუნას” კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი შპს „ტივი-სტილი“ გახდა, ახალციხეში კი სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ააიპ „კავშირი სამხრეთ კარიბჭე“.

რადიოსიხშირული სპექტრით სარეგბლობის ლიცენზიის საფასური თბილისში 10 692 ლარს შეადგენს, ხოლო ქ. ახალციხეში 4 055 ლარს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები