საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ექვსს მუნიციპალიტეტში კერძო და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსები გამოაცხადა.
კომისიის გადაწყვეტილებით კრეძო საერთო და სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კუნკურსში შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ:
- ქ. ბორჯომი FM 103.9 – შპს „რადიო ცენტრი პლუსი“ (ლიცენზიით სარგებლობის საფასური 6 075 ლარს შეადგენს);
- დაბა ბაკურიანი FM 90.7 – შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ (ლიცენზიით სარგებლობის საფასური 4 252 ლარი და 50 თეთრია);
- დაბა იგოეთი FM 93.7 – შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ (ლიცენზიის საფასური 5 163 ლარი და 75 თეთრა);
- ქ. ხაშურში6-ზე კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებული კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, რადგან კომისიაში განაცხადი არ შესულა.
სათემო რადიომაუწყებლობის ლიცეზნიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებში შემდეგი კომპანიები იღებენ მონაწილეობას:
- ქ. გორი FM 97.8 – ა(ა)იპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკა” ( სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიით სარგებლობის საფასური 6 075 ლარის ოდენობით განისაზღვრა);
- ქ. მარნეული FM 96.9 – ა(ა)იპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა” (სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიით სარგებლობის საფასური 4 252 ლარის და 50 თეთრის ოდენობით განისაზღვრა).
ხუთივე კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზეც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი კომისიონერებს, კონკურსანტებს და დამსწრე საზოგადოებას კონკურსანტების სამაუწყებლო კონცეფციების თაობაზე დასკვნას წარუდგენს 2016 წლის 8 ივლისს 13:00 საათზე ჩატარდება, უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, რომელზეც კომისიონერები გამარჯვებულ კომპანიებს გამოავლენენ 2016 წლის 14 ივლისს 13:00 საათზეა ჩანიშნული.