LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ გმობს მედიაზე ძალადობას

181
რადიო ფორტუნა radio fortuna

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ გმობს მედიაზე თავდასხმას და ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში ხელისშეშლის ფაქტებს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების დაკავება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის. ასევე, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობას და მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით.

ვუცხადებთ სოლიდარობასა და მხარდაჭერას მედიის ყველა წარმომადგენელს, რომელიც დაშავდა რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებული მოვლენების დროს.

შეგახსენებთ, დღეს, დილიდან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელს, რომლის დროსაც ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა.