LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ წინასაახალწლო ღონისძიება „დაინახე რადიო“ „თბილისი მოლში“ გაიმართა

348

„თბილისი მოლმა“ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ღონისძიებას უმასპინძლა. სამსაათიანი პროგრამის განმავლობაში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, უფრო ახლოს გასცნობოდა ჰოლდინგში შემავალი ოთხივე რადიოს დიჯეებს, მათთან ერთად ჩართულიყო არაერთ საინტერესო გათამაშებაში, მოეგო უამრავი პრიზი და მოესმინა ქართველი შემსრულებლებისთვის: ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, სოფო ბედია, ვერიკო ტურაშვილი, თემო საჯაია, ლაშა რამიშვილი, თაკო მელიქიშვილი, გიორგი დათიაშვილი, გიორგი არჩვაძე. მაყურებლის წინაშე ისინი სხვადასხვა ცნობილი სიმღერით წარდგნენ საკუთარი რეპერტუარიდან.

დაინახე რადიო“ – ასე ერქვა პროექტს, რომელიც ჰოლდინგმა წინასაახალწლოდ საკუთარ მსმენელს აჩუქა.

31 დეკემბერს „ფორტუნას“ 20, ხოლო „ავტორადიოს“ 10 წელი უსრულდება. ეს არის ერთ-ერთი და უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა ჰოლდინგმა ფართომასშტაბიანი ღონისძიების გამართვა და საკუთარი იუბილეს აღნიშვნა აუდიტორიასთან ერთად. „ფორტუნამ“ „თბილისი მოლში“ მოწყობილ იმიტირებულ სტუდიაში სწორედ ამ მიზნით გადაინაცვლა და ეს მისი 20-წლიანი მუშაობის განმავლობაში პირველად მოხდა.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1882249201799900/

სამსაათიანი აქტივობა რადიო „ფორტუნას“ „ფეისბუქზე“ ლაივში გადაიცემოდა, ღონისძების ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტებიც ვიდეოკადრებით დაფიქსირდა. სახალისო ვიქტორინებში, კარაოკე თუ ცეკვის კონკურსებში გამარჯვებულები კი პრიზებით დაჯილდოვდნენ.