რაც დრო გადის, ძველი როკ-ჯგუფები უფროდაუფრო აქტიურდებიან, თაყვანისმცემლებიც მოუთმენლად ელიან მათ სიახლეებს. სულ ცოტა ხნის წინ, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის გიტარისტმა ედ ო’ბრაიენმა ჟურნალ Guitar World-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ Radiohead ახალ ალბომს აუცილებლად გამოუშვებს.
3 ,,გრემის” მფლობელმა ბენდმა ბოლო ნამუშევარი A Moon Shaped Pool 2016 წელს გამოუშვა, 11-კომპოზიციისგან შემდგარმა ნამუშევარმა ,,ოქროს სტატუსი” დაიმსახურა.
მართალია, მუსიკოსს არ დაუსახელებია ახალი ალბომის გამოსვლის კონკრეტული დრო, თუმცა, მისი სიტყვები მაინც დამამედებელი იყო.
შეგახსენებთ ჯგუფი 1985 წელს შეიქმნა, 2019 წელს კი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.