LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რადიო თავისუფლება“: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

122
დავით კეზერაშვილი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.

ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დავით კეზერაშვილისთვის ვიზის არ მიცემის მიზეზად ფულის გათეთრებაზე ეჭვი წარმოადგენდა.

სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები