LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი „ქართული ბრენდის დღეზე“ წლის ლიდერად დასახელდა

1106
თათა

სასტუმრომ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ „ქართული ბრენდის დღე 2023“-ს უმასპინძლა.

„ოცდაერთი წლის წინ, როცა პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, სიტყვა „ბრენდის“ მნიშვნელობის ახსნა გვიწევდა, იმდენად უცხო იყო ის საზოგადოებისთვის, დღეს კი უკვე ისეთი ქართული ბრენდები არსებობენ, რომლებმაც  შიდა და გარე ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, რაც გვახარებს. ნაციონალური ბრენდების დაჯილდოება თავისი არსით, შინაარსით განსხვავებულია და  ასახავს ყველა იმ მოვლენას, რაც კი საქართველოს ცხოვრებაში, და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება. „ქართული ბრენდის დღის “ პრესტიჟული ჯილდო არაერთი კომპანიისთვის გახდა სტიმული“, – აცხადებს პიარ სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მანანა გეგიძე.

„ქართული ბრენდის დღის“ წლევანდელი გამარჯვებულები გახდნენ:

ნომინაცია „ლიდერი“:

  • ფარმაცევტული კომპანია PSP ჯგუფი“                                    
  • ღვინის კომპანია „თელავის ღვინის მარანი“
  • თამარ ჩიგოგიძე რადიო ჰოლდინგისთვის „ფორტუნა“
  • ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hotsale.ge   
  • ბრენდი „ფაფანაკი“  
  • ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი  GGRC

ნომინაცია „რეპუტაცია და ნდობა“:

  • ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია „დენდრონი“
  • სარეკლამო პოლიგრაფიული საწარმო  „ფრანი“
  • სტომატოლოგიური კლინიკა „ესკულაპი“
  • ჯგუფი „გორდელა“
  • ღვინის კომპანია „ძმები ხუციშვილების მარანი“
  • რესტორანი „თაშრე“ 
  • ინტერნეტტელევიზია „ინკოგნიტო“
  • ტურისტული კომპანია Airlines Travel  
  • სასტუმრო „ვილა პროვანსი“ 
  • ხელოვნებისა და სპორტის აკადემია „სივრცე N1“  

ნომინაცია „წარმატებული ახალი ბრენდი“:

  • სასტუმრო „ზერტა
  • ოსკარ შინდლერის აკადემიის ბრენდი EL DEVID

ნომინაცია „წარმატებული პროექტი“:

  • კლუბი  „60 +“

ნომინაცია „წარმატებული საერთაშორისო პროექტი“:

  • „საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი“
  • „სამოსი სამშობლო“     

ნომინაცია „საერთაშორისო აღიარება და წარმატება“:

  • თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზი“

ნომინაცია „წარმატებული ტელეპროექტი“:

  • გადაცემა „სთორი“
  • გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“

ნომინაცია „ბრენდ პერსონა“:

  • ნუგზარ რუხაძე

ასევე დაჯილდოვდნენ:     

  • ნატალია კვანტალიანი – წარმატებული ქართული ბრენდების შექმნისთვის
  • რაფიელ გელანტია – ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

პროექტის „ქართული ბრენდის დღე“ ავტორია საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო  „პროფილი“.

პროექტის პარტნიორები არიან:  ოსკარ შინდლერის აკადემია,  ნიუ ჯერსის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრი, საერთაშორისო ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატია“,  „ფეიმ კონსალტინგი“,  ხელოვნების სახლი „თორო“.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან:  რადიო „ფორტუნა“,  „ფორტუნა +“,  „პირველი არხი“, „იმედი,“  „რუსთავი 2“,  ინტერნეტტელევიზია itv.ge, presa.ge, droni.ge, fortuna.ge, ambebi.ge, 2020news.ge.