LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რადგან ყველა თავისებურად ჰყვებოდა, რა თქვა ბასილაშვილის მოსამართლემ და ვერაფერი გავიგე, არ დავიზარე, გადავახვიე, ვუსმინე და თქვენთვისაც ჩავინიშნე მისი მთავარი არგუმენტები, რათა ზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით მაინც იმსჯელოთ” – რას წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი

1432
BeFunky-collage (2)

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ეხმაურება.

მეტრეველი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, რატომ გაამართლა მოსამართლემ ჩოგბურთელი.

სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განაჩენზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

“ესე იგი, რადგან ყველა თავისებურად ჰყვებოდა, რა თქვა ბასილაშვილის მოსამართლემ და ვერაფერი გავიგე, არ დავიზარე, გადავახვიე, ვუსმინე და თქვენთვისაც ჩავინიშნე მისი მთავარი არგუმენტები, რათა ზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით მაინც იმსჯელოთ.

მაშ ასე, რა თქვა მოსამართლემ:

1. პირველი ბრალი: ფსიქოლოგიური ძალადობა გამოხატული სიტყვიერ შეურაცხყოფაში – იყო ჩანაწერებიო, სადაც ნიკოლოზი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ნეკას, მაგრამ ამავე ჩანაწერებიდან ჩანდა, რომ არანაკლები შეურაცხმყოფელი, დამამცირებდლი და არაეთიკური სიტყვებით მიმართავდა ნეკა ქმარს და დაცვის მხარემ წარმოადგინა ფსიქოლოგიური დასკვნა, რომლის მიხედვიც ბასილაშვილმა ამ დროს განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვაო. ეს ბრალდრბამ ვერ გააბათილაო.

პლუს სიტყვიერი შეურაცხყოფა რომ სისხლის სამრლებრივად დასჯადად შევაფასოთ, მას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი დროის მცირე მონაკვეთში, რაც არ დასტურდებაო.

2. შემდეგი ბრალი: ეკეონომიკური ძალადობა, რაც გამოიხატებოდა, ბარათის სისტემსტიურ დაბლოკვაში და უსახსროდ დატოვებაში – ნელის ჩვენებითო, ეს ხშირად ხდებოდაო და ასევე მოხდა ამერიკაში ყფნის დროსაცო, რის შემდეგაც იძულებული გავხდი დახმარება მიმეღო მამის მეგობრსგანო. სასამართლო დაინტერესდა, ვინ იყო ეს მამის მეგობარიო, თუმცა სასამართლოს გასაოცრად, დაზარალბულმა არ დაასახდლა ამ ადამიანის ვინაობა, რითაც დაცვის მხარეს მოუსპო გამოძიების ჩატერების საშუალებაო. შესაბამისად იმთავითვე გაჩნდა ეჭვი დაზარალებულის სანდოობაშიო.

ასევე ბანკიდან ამონაწერები გამოვითხოვეთ, მაგრამ არცერთში არ ჩანს რომ ეს ბარათი ოდესმე იბლოკებოდაო. ბრალდებამ ვერც თავის მხრივ წარმოადგინა სხვა მტკიცდბულება ბარათების დაბლოკვისო.

3. შემდეგი ბრალი: გენდერული დისკრიმინაციაო – ნელი ამბობდაო, რომ ქმარი უშლიდა მუშაობასო. ბასილაშვილის დედამ წამროუდგინა სასამართლოს მიმოწერებიო, სადაც ნელი წერს, რომ სამსახური მას ხელს არ უწყობს, რომ ნიკოლოზს გაყვეს ტურნირებში და ამიტომ უნდა სამსახურიდან წამოსვლა და რა შუშია დაშლაო.

ასევე თურქეთში ჰქონდა კონტრაქტი ნელის და მის დარღვევშიც ქმარს ადანაშაულებდაო, მაგრამ სასამართლოს წამროუდგინეს ნელის კიდევ ერთი მიმოწრრა. სადაც ნელი იმ პიროვნებას წერს, რომ მას ძალიან ენატრება შვილი და ქმარი და ამიტომ უნდა წამოსვლა თურქეთიდანო.

ასევე ნელი ამბობდა, რომ ქმარი სიგარეტის მოწევას მიკრძალავდაო, მაგრამ ფარულ ჩანაწრში ჩანს, რომ ნიკა ზოგადად კი არ უკრძალავს მოწეავს, არამედ ეუბნება, რომ ჩემს მოსვლამდე მოწიე, სპეოტსმენი ვარ, ჯანსაღად ვცხოვრობ და არ მინდა კვამლს ვსუნთქავდეო.

4. შემდეგი ბრალი: ფიზიკური ძალადობა, სადაც სასამართლოს ჰქონდა მოლოდონი რომ ყველაზე მეტი მტკიცებულება იქნებოდაო.
პირველი ეპიზოდი იყო ამერიკის ეპიზოდი, სადაც დაზარალებული ამბობდა, რომ საათი-საათნახევარი გრძელდდბოდა ჩემზე ფიზიკური ძალადობა, ხელებით და ფეხებით. თმითაც მათრიაო. შემდეგ ჩავწექი ლოგინში და დავიწყე ვიდეოს გადაღება, რა დროსაც ჩოგნებით სავსე ჩანთა ჩამარტყაო. სასამართლოს გაუჩნდა მოლოდონი, რომ ამ ამბის მერე ნელი ამეირკაშივე წავიდოდა პოლიციაში და წარადგენდა ამ ჩანაწერსო, მაგრამ ორი წელი ინახა და ახლა წარმოადგინა საქართვრლეშიო.

ნელი არ მიდის პოლოციაში და მიდის მეგობრის დაბადების დღეზე, სადაც მას არავისთვის არ უთქვამს, რომ იყო ძალადობის მსხვერპლიო, მხოლოდ დედამთლს ლანძღავდა და არკვევდა მისი ქმარი სად წავიდა, ვღელვ ნიკოლოზზეო. ასევე დაბადეის დღეზე მყოფი ხალხი ამბობს, რომ ნელის სხეულის ხილულ ნაწილებზე არანაირი ძალადობის კვალი არ ეტყობოდაო. წარმოდგენელია ასევე იმ დღრს გადაღებული ფოტო, სადაც ასევე არ ჩნას ძლადობის კვალიო. ნელი რომ იმ დღეს პოლიციაში წასულიყო, ექსპერტიზის დასკვნა მაინც გვექნებოდა, მაგრამ არ წავიდაო.

რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერს, იქ აშკარა ძალადობის ფაქტი არ ჩანსო. სასამართლოს ჰქონდა მოლოდონი, რომ ბრალდება წამროადგრნდა ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იტყოდა, კადრებზე ჩანდა, თუ არა ძალადობა, მაგრამ ასეთი ექსპერტიზა არ წარმოადგინესო.
ნიკოლლზ ბასილაშვილმა საბოლოო სიტყვაში ყველანაირი ძალადობა უარყო და თწქვაო, რომ ის თავად იყო ნელის მხრიდან ფსიქოლოგოირი ძალადობის მსხვერპლი, რამე თუ მასზე ხორციელდებოდა ტოტალური კონტროლი, რადგან ნელი ეჭვიანობდა ყველაზე, ყველა მიმოწერას მიკონტროლებდა და მოითხოვდა, მხოლოდ იმ ხალხთან მემეგობრა, ვინც მას მოსწონდაო.
ფიზიკური ძალადობის მტკიცებულებად ერთი ფოტო წარმოადგინეს ჩალურჯების, სადაც კიდური ჩანს, მაგრამ არ ჩანს სახე ანუ ვერ დგინდება, ვინაა ასახულიო

რაც შეეხება ბოლო ეპიზოდს (რის მერეც ნელიმ პატრული გამოოძახა და დააკავეს ნიკოლოზი), იმ დღეს ბავშვი მამას ჰყავდა წაყვნილი ავჭალის სახლშიო. რადგან ნელის მოთხოვნით ნიკას დედაზე ადრე იყო გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, იმ სახლში მისვლის სურვილი მას წესით არ უნდა გასჩდნოდაო. ასევე იმ სახლში იყო ნიკას ახალი მეგობარი გოგონაც და ბასილაშვილს გაუჩნდა ეჭვი, რომ ნელი რაღაც პროვოკაციას გეგმავდაო. ამის მერე ნიკამ თავის ძმას დაურეკა და თხოვა ვიდეო-სათვალთვალო კამერა ეყიდა და სახლთან დაემონტაჟრბინაო. საღამოს მიდის ნელი და იქ მართლაც ადგილი აქვს უთნახმოებასო. რა დროსაც ნელის მტკიცებით, ის გახდა ფიზკური ძალადობის მსხვერპლიო. საპორწონედ დაცვის მხარემ წარმოადგინა ვიდეო-სათვალთვლო კამერის ჩანაწრრი, რომელზე არ ჩანს ფიზიკური ძალადობაო.

ამის მერე ნელი წავიდა ტაქსით და ტაქსიდან დარეკა 112-შიო და უთხრა, რომ ძალადობა მოხდაო. ოპერატორი ეკითხება, სასწრაფო ხომ არ გინდაო, ნელიმ იუარა სასწრაფოს გამოძახებაო. მაგრამ 112 -მა მაინც გამოიძახაო. სასწრაფოს ექიმი ამბობს, რომ ნელის კანზე ჰქონდა ესკორიაცოა, როცა ექსპერტმა თქვა სისხლნაჟღენყი იყოო. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ადრინდელი ხომ არ იყო ეს ესკორაციაო.
რაც შეეხება სიხლნაჟღრეთს, ჩანაწერში ჩანს, რომ ნელის ხელში ბავშვი უჭირავს, რომელიც მოძრაობს და შეიძლება ბავშვს მიეყენებინა ეს ჩალურჯებაო.ასევე არაა გამორიცხული, რომ ნიკას და ნელის კონტაქტის დროს, როცა ბავშვს აწვდის, ნიკასგანაც მიეღო ეს სისხლნაჟღრნთი, მაგრამ ფაქტი ერთია: ჩანაწერში არსად ჩანს, რომ ნიკა განზრახ აყენებს რაიმე დაზიანებასო.

შესაბამისად ამ ეპოზოდშიც არ იყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რომელიც დაადასტურებდა ნიკოლოზის მხრიდან ძალადობასო.
ეს თქვა მოსამართლემ. დანარჩდნი თქვენ გადაწყვიტეთ.

რამდენი ვწრე,” – წერს მერაბ მეტრეველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები